საზოგადოება
16/09/2021

კორპუსების ეზოების გამწვანებაში ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთვება

თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. კორპუსების ეზოების გამწვანების პროცესში ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩაერთვებიან. 

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განმარტებით, გამოიყოფა გარკვეული თანხა, მუნიციპალიტეტი შეიძენს ნარგავს ან გარკვეულ პროექტს განახორციელებს. ამის შემდეგ კი, ამხანაგობა თავის თავზე აიღებს მოვლა-პატრონობას. 

“ძალიან ხშირია მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომ მუნიციპალიტეტმა ნერგები აჩუქოს, ან დაურგას. ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას. გამოიყოფა გარკვეული თანხები, მუნიციპალიტეტი შეიძენს ნარგავს, ან გარკვეულ პროექტს განახორციელებს. ხოლო შემდეგ უკვე ამხანაგობა აიღებს მოვლა-ატრონობას თავის თავზე. შეიქმნება ფორმალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დარმწუნებული ვარ, მინიმუმ 100 000 ნარგავი დაირგვება უბნებსა და ეზოებში“,- აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.  

Businesspartner