საზოგადოება
17/05/2021

ქორწილი, ქელეხი და ბანკეტი ისევ აკრძალულია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქორწილის, ქელეხის, ბანკეტისა და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვა კვლავინდებურად არ დაიშვება.

"კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საბჭოს გადაწყვეტილებით შემსუბუქდა რეგულაცეიბი რამდენიმე მიმართულებით. დღეიდან გადაადგილების შეზღუდვის ვადამ 21:00 საათიდან 23:00 საათამდე გადაიწია. ასევე შემსუბუქდა კვების ობიექტებისთვის რეგულაცია. რესტორნებსა და კაფე-ბარებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, თუმცა რეგულაციების სრული დაცვით.

"ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ძალაში რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

Businesspartner