საზოგადოება
09/11/2020

"ქუჩებიდან პროცესი სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე"

პრემიერს ამბობს, რომ მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს და პროცესი ქუჩიდან სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმას უნდა დაუბრუნდეს.

გიორგი აგახარიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ამ ყველაფერს ისე მოერიოს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდოს.

„რა თქმა უნდა, საბოლოოდ მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, - ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაცაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამავდროულად პრემიერი ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ ზრდასა და პროცესების გართულებაზე აცხადებს.

"ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია; თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია," - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

 

Businesspartner