საზოგადოება
10/11/2022

ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმში 40-ზე მეტმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და 150-მდე წარმოდგენილი ვაკანსიიდან სასურველი შეერჩიათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, პროფესიული კოლეჯების და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ქუთაისის შემდეგ, დასაქმების ფორუმი 15 ნოემბერს რუსთავში გაიმართება. დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ- დეკემბერში კიდევ 5 დასაქმების ფორუმია ჩანიშნული.

15 ნოემბერი - რუსთავი.
17 ნოემბერი - მარნეული.
29 ნოემბერი -თბილისი (დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის, ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი.)
2 დეკემბერი - თბილისი, (დასაქმების ფორუმი შშმ პოირებისთვის)
9 დეკემბერი - გორი.

Businesspartner