საზოგადოება
30/07/2020

ქვემო ქართლში ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი მოეწყობა

ქვემო ქართლში ახალი, ევროპული სტანდარტების არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტი აშენდება.

პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა წარუდგინა.

ნაგავსაყრელი რეგიონის 5 მუნიციპალიტეტისთვის (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) იქნება გათვლილი, რომელიც 200 ათასზე მეტ მოსახლეს მოემსახურება. 

მუნიციპალიტეტი აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური საშუალებებით, რაცადგილობრივი ხელისუფლების მოლოდინით უფრო ეფექტურს გახდის დასუფთავების სისტემას და რეგიონში გააუმჯობესებს საინტარულ პირობებს. ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები, რითიც გამოსწორდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და დამატებით სამუშაო ადგილები გაჩნდება.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც საკონსულტაციო მომსახურებას უწევს: საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HPC AG და მისი  ადგილობრივი  პარტნიორი - პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG.

Businesspartner

მთავარი სიახლეები