საზოგადოება
02/03/2023

ლარსის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს რომ ვერაზე, ლარსის ქუჩაზე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

"აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომანქანები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა, გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება. ნაწილობრივი შეზღუდვა 1 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,"-ნათქვამია განცხადებაში. 

Businesspartner