საზოგადოება
16/05/2022

ლევან დავითაშვილი: სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელია

ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებას აფასებს და ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია.

ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ფაქტი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე არ იმოქმედებს. 

"სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელია. ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტერგრაციისკენ რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე თითოეული მოქალაქე თანაბარია",- განაცხადა დავითაშვილმა. 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

Businesspartner