საზოგადოება
16/07/2020

მაღალმთიანის სტატუსი 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება

“მაღალმთიანის სტატუსი” კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება. ეს იქნება გორის, დუშეთის, თიანეთის, დმანისისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, - გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

“გამოდის, რომ ჩვენს 246 000 მოქალაქეს, რომელიც უკვე სარგებლობს ამ სტატუსით, მიემატება კიდევ 26 000 მოქალაქე. ამასთან, დუშეთის და გორის მუნიციპალიტეტებში სტატუსი მიენიჭება 19 დასახლებას, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივაა”,- აღნიშნა გიორგი გახარიამ. მან დღესვე განმარტა, რომ ამავე სტატუსს მიიღებს გურიაში გომის მთაც.

Businesspartner