საზოგადოება
17/11/2020

მაიკ პომპეო თბილისშია

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო მინისტრი დავით ზალკანიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ორ ქვეყანას შორისთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

 

Businesspartner