საზოგადოება
16/05/2022

მალხაზ დოლიძე: ქვეყანაში ფქვილის 2 თვიანი მარაგია, უპურობა არ იქნება

ქვეყანაში ფქვილის 2 თვიანი მარაგია და უპურობის პრობლემა არ შეიქმნება. ამის შესახებ "საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. 

მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ფქვილის მარაგი არ ამოიწურება და ის შეივსება საქართველოს მიერ ნაწარმოები ხორბლიდან. აგრეთვე ფქივილი შემოდის რუსეთიდან. 

"საქართველოში ახალ მოსავალს ველოდებით, ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით, 30%-ით მოიმატებს.

რაც შეეხება რუსეთიდან ფქვილის შემოტანას, ისრაელის გარშემო მტრულად განწყობილი ქვეყნებია, ყველასთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. ამ დარგში პოლიტიკას დავანებოთ თავი. რა შუაშია რუსეთი? გინდაც ყაზახეთი იყოს. ვინც შემოგვთავაზებს, უნდა ვივაჭროთ. პირველ რიგში ჩვენი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ", - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ. 

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უარს იტყვის ფქვილის მოწოდებაზე, მალხაზ დოლიძის თქმით, ფქვილის შეიძლება შემოვიტანოთ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.  

Businesspartner