საზოგადოება
09/07/2021

მარჯანიშვილის თეატრი ახალ სივრცეებსა და შენობებში მოგზაურობას იწყებს

მარჯანიშვილის თეატრი ტრადიციული შენობიდან გადის და ახალ სივრცეებში იწყებს მოგზაურობას, – ამის შესახებ თეატრის დირექტორი ეკა მაზმიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

“19 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით სპექტაკლი „ფიგაროს ქორწინება ანუ შეშლილი დღე“ მარჯანიშვილის თეატრის გარეთ, ტესის შენობაში გავა, რომელიც ფაქტობრივად ღია სივრცედ ითვლება. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან არატრადიციულ და არათეატრალურ სივრცეში გვიწევს მუშაობა.

რთულია ასეთი რამის მოწყობა, ფინანსებთანაც არის დაკავშირებული, შესაბამისად აღნიშნულ სპექტაკლზე ბილეთის ფასიც ცოტა განსხვავებული იქნება,“ - აღნიშნავს ეკა მაზმიშვილი.

მარჯანიშვილის თეატრი სექტემბერში საქართვლოს რამდენიმე ქალაქში გეგმავს გასტროლებს, ხოლო ოქტომბერში, მექსიკაში სერვანტესის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება.

Businesspartner