საზოგადოება
23/03/2020

მარნეული და ბოლნისი კარანტინის რეჟიმზე გადადის

კორონავირუსის გავრცრლების გამო, ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის.

პრემიერის თქმით, დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, იმუშავებს სურსათი მაღაზიები,  აფთიაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

უკვე ცნობილია, რომ მარნეულში ინფიცირებულია შუახნის ქალი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინგიცირებულს 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

Businesspartner