საზოგადოება
23/03/2020

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელები გადაიკეტა

საკარანტინო ზონად გამოცხადებულ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი..

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გადაკეტილია მუნიციპალიტეტების 4-ვე შესასვლელი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა-გამოსვლა, დაიხურება ყველა ობიექტი კვების პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გარდა.

შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მოქალაქეების გადაადგილება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები