საზოგადოება
23/03/2020

მარნეულსა და ბოლნისს საკვებით სპეციალური ჯგუფი მოამარაგებს

კარანტინში მყოფ მარნეულსა და ბოლნისს პროდუქტებით სპეციალური ჯგუფები მოამარაგებენ.

პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსახლეობას ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბნის ექიმები გაუწევენ ზედამხედველობას.

“ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში ექნებათ, იქნება მხოლოდ ის, რომ ვერ შეძლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვებას. მათ ესტუმებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბნის ექიმები, რომლებიც იზრუნებენ მათ ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ტესტირების სპეციალური პროგრამა დაიწყება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები