საზოგადოება
23/03/2020

მარნეულში ჯეოჰოსპიტალსის კლინიკასთან საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

მარნეულში ჯეოჰოსპიტალსის კლინიკასთან, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იმყოფებოდა, საველე ჰოსპიტალი მოეწყობა.

გიორგი გახარიას თქმით, საველე ჰოსპიტალი უახლოეს 24 საათის განმავლობაში განთავსდება.

რაც შეეხება თავად კლინიკას, ის პრემიერის თქმით, კარანტინის რეჟიმშია.

მარნეულში მეორე კლინიკა, რომელიც მულტიფუნქციონალური სამედიცინო დაწესებულებაა, ფუნქციონრებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ინფიცირებული ამ დროისთვის თბილისშია გადმოყვანილი, ის ექიმების ტქმით, მძიმე მდგომარეობაშია. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულს 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

Businesspartner