საზოგადოება
08/06/2021

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთ კვირაში შემუშავდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში წლის ბოლომდე ჯამში 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება მობილიზებული. შესაბამისად მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება.

ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან,

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.

Businesspartner