საზოგადოება
20/11/2020

MBC: შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს პროცესის მშვიდობიანად დასასრულებლად

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC განცხადეებას ავრცელებს: "გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
 
შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა“-ნათქვამია განცხადებაში. 

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის ფილიალს თავს დაესხნენ.გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სპეციალური ლენტით შემოსაზღვრულია მიმდებარე ტერიტორია.

Businesspartner