საზოგადოება
10/11/2020

მერაბ კაკულია: პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა ცოტა გადაჭარბებით შევაფასეთ

ეკონომისტი, რონდელის ფონდის მთავარი მკვლევარი, მერაბ კაკულია აცხადებს, რომ  საქართველომ გადაჭარბებულად შეაფასა ის შედეგები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჰქონდა.

„ცოტა გადაჭარბებით შევაფასეთ ის წარმატება, თუ შეიძლება მას წარმატება ეწოდოს, რომელიც პირველ ეტაპზე მივიღეთ. ზაფხულში ცოტა მეტად თავდაჯერებულად გამოვიყურებოდით, ვიდრე გაზაფხულზე. ცოტა მოვეშვით, ცოტა გავთამამდით. დავპატიჟეთ მთელი მსოფლიო საქართველოდან სამუშაოდ და სამწუხაროდ, ვერ გავაკეთეთ პროგნოზი, რომ ეს ვერაგი დაავადება შეიძლებოდა დაბრუნებულიყო და გამოეწვია ძალიან მძიმე შედეგები“,- აღნიშნა კაკულიამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი".

Businesspartner