საზოგადოება
07/06/2022

მერის მოადგილე: ყაზბეგში გზების რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ყაზბეგის მერის მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ჯამში გზების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე 5.7 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება.

აქედან, 2 მლნ ლარამდე ადგილობრივი ბიუჯეტის წილია, ხოლო დანარჩენი რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდიდან დაფინანსდება.

პროექტი, რომელიც 2021 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლოს დასრულდება,გულისხმობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის შიდა გზის მოწესრიგება/მოასფალტებას.

 „ტურისტულ ადგილებში მისასვლელი გზები და შიდა ინფრასტრუქტურა არამარტო ყაზბეგში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი გამოწვევა იყო. გზების რეაბილიტაციის შედეგად 100%-ით იქნება ის მიზნები მიღწეული, რომელიც  ყაზბეგის მუნიციპალიტეტს წლის დასაწყისში დაგეგმილი გვქონდა. შედეგად, წლის ბოლოს სრულად აღმოიფხვრება ის პრობლემები, რომელიც უგზოობასთანაა დაკავშრებული,“-აცხადებს ალიბეგაშვილი.  

მისივე განცხადებით, გარდა ამისა, დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება როგორც მუნიციპალურ შენობა-ნაგეგობას, ისე 16 ობიექტს (ამაში შედის როგორც საცხოვრებეკი შენობები, ისე სავაჭრო ობიექტები)

 

Businesspartner