საზოგადოება
29/07/2021

მიხეილ კუკავა: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ყველაზე კრიტიკულია

“საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ღია ბაზარს წარმოადგენს და სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმისა და ტრანსპორტირების სექტორიდან,” - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული.

PMC კვლევის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა ანგარიშს აფასებს და აღნიშნავს, რომ სხვა შეფასებებს თუ გადავხედავთ, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ყველაზე კრიტიკულია.

“ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატის შეფასება უამრავი კომპონენტისგან შედგება. არის სრულიად აშკარა აქცენტები, რაც განაპირობებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, მაგრამ ასევე არის ისეთი ფაქტორებიც, რომელიც ერთი შეხედვით არ ახდენს გავლენას. ამიტომ ყველაფერი ყურადსაღებია. მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სასამართლოს გარშემო შეფასებებზე.

აღნიშნულ შეფასებებს, მთელ მსოფლიოში კითხულობენ ინვესტორები. როდესაც ინვესტორი რომელიმე ქვეყნით ინტერესდება პირველ რიგში ამას აქცევს ყირადღებას, ამერიკაში თუ მის გარეთ. რა შედეგები ექნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ გამოჩნდება მომდევნო თვეებში. წინასწარ თქმა თუ რა გავლენას მოახდეს ეს ანგარიში და როგორ აისახება ეს უცხოურ ინვესტიციებზე ამას მომავალი გვაჩვენებს. თუმცა, ცხადია გავლენა არ იქნება დადებითი.“–ამბობს მიხეილ კუკავა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში საუბარია ასევე ეკონომიკის ზრდის ტემპზე, კორუფციაზე, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობასა და პანდემიის გავლენაზე.

 

Businesspartner