საზოგადოება
04/11/2020

მიმართულებები, რომლებზეც ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ივლიან

თბილისში 7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 13 მარშრუტი დაემატება - ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი მარშრუტი და მიკროავტობუსების რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზი.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნულ მარშრუტებზე ახალი ტრანსპორტი ივლის. 

7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 მიკროავტობუსი და 42 ავტობუსი ემატება.

ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება: N343 ზემო ფონიჭალა - ვაზისუბნის დასახლება; N344 ზემო ფონიჭალა - ბარათაშვილის ქუჩა; N363 თხინვალა - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N383 ქავთარაძე - ზემო ვაკე - ბარათაშვილის ქუჩა; N387 წრიული - საბურთალო - ვაკე - საბურთალო.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: N482 ახალდაბა - წყნეთი; N483 წყნეთი - წრიული; N419 სოფ. აგარაკი - მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“; N463 - ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები); N464 - ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე; N408 აეროპორტის დასახლება - ალექსეევკას დასახლება - მეტროსადგური „ისანი“; N457 „სადგურის მოედანი“ -  ჯავახიშვილის ქუჩა - ბესიკის ქუჩა; N476 მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი.

 

ამასთან, მგზავრები ახალ ხაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით მიიღებენ. 

Businesspartner