საზოგადოება
13/01/2021

მინისტრი: არ ვიცით სკოლები როდის გაიხსნება

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სამთავრობო გუნდს უჭირს იმის პროგნოზირება, როდის გაიხსნება სკოლები.

„ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან ყველა ის საჭირო პირობა იქნება უზრუნველყოფილი, რომ უსაფრთხოდ მიიღონ ბავშვები“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

Businesspartner