საზოგადოება
13/01/2021

მინისტრი: გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მოქალაქეებს AstraZeneca-ს ვაქცინის ხელმისაწვდომობაც გაუჩნდება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, მუშაობა კი უკვე დაწყებულია.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, კოვაქს პლატფორმიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ სამედიცინო პერსონალისთვის „ფაიზერის“ ვაქცინა გახდება ხელმისაწვდომი.

„მიმდინარეობს ინტენსიური მზადება. გამოიკვეთა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტთან. დაინიცირდა კანონი და იანვრის ბოლომდე გეგმიურად შევიტანთ ყველა იმ ცვლილებას, რაც ვაქცინის უსაფრთხოდ შემოტანას უზრუნველყოფს.

კოვაქს პლატფორმიდან ასევე გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ისინი მზად არიან მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ მას დაემატოს სხვა ვაქცინებიც. ამ ეტაპზე მოლოდინი გვაქვს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ხელმისაწვდომობაც გაუჩნდება ჩვენს მოქალაქეებს“,- აღნიშნა ტიკარაძემ.

Businesspartner