საზოგადოება
01/12/2021

მინისტრი: უნივერსიტეტის ფინანსური კეთილდღეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სტუდენტთა რაოდენობაზე

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის კონცეფციაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მთავარი პრინციპი არის ის, რომ უნივერსიტეტის ფინანსური კეთილდღეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სტუდენტების რაოდენობაზე. ამასთან, საბაზო დაფინანსება გარანტიას იძლევა, რომ უნივერსიტეტებს ექნებათ ის ფინანსები, რომელიც მოხმარდება, როგორც აკადემიურ პროცესს, ასევე სამეცნიერო კვლევითი პროცესის განვითარებას.

"ფაკულტეტების და უნივერსიტეტების კეთილდღეობა მიბმული იყო მხოლოდ სტუდენტების რაოდეონბაზე, ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის აკადემიური კუთხითაც, მოხდა ნიშნების ინფლაცია, გამოცდა აღარ გამოცდობს და ა.შ. შესაბამისად, საბაზო დაფინანსება იმ აუცილებელი ფინანსური მინიმუმის გარანტიაა, რომელიც საჭიროა უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის. ეს იქნება თვლად ინდიკატორებზე დაფუძნებული.

შეხვედრები გვექნება რექტორთა ჯგუფებთან და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ჩართული იქნება ამ პროცესში და მოხდება საერთო, საჯარო საზოგადოებრივი განხილვა, რომ შევჯერდეთ კონკრეტულ ფორმულაზე, რომელსაც ამ პროცესში გამოვიყენებთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გათვალისწინებული იქნება, როგორც სახელოვნებო სასწავლებლების, ასევე რეგიონული უნივერსიტეტების სპეციფიკაც,“ – აღნიშნავს მიხეილ ჩხენკელი.

Businesspartner