საზოგადოება
16/04/2022

"მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება" - პროექტის ღირებულება 120 მლნ ლარია

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
 
"შედეგად გვექნება გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი რუკა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
 
მისი თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა, რომელსაც განახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშუალებით.
 
პრემიერის განცხადებით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება 120 მლნ ლარია. 
 
"აქედან 15 მილიონი ლარი არის მსოფლიო ბანკის კონტრიბუცია და ამისთვის მინდა, მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 800-მდე ადამიანი, ჩვენი მოქალაქე. პროექტი განავითარებს ამზომველის პროფესიას და ჩვენ გვეყოლება სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული 465 ამზომველი. მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს არის ჩვენი ამოცანა. შედეგად, ჩვენ გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი სურათი - რუკა; შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები; განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მიწის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას, ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
01

22/06/2022
ბიზნესი

საქართველოში დამზადებული კომპოზიტური არმატურა შესაძლოა ლიეტუვასა და ლატვიაში გაიყიდოს
02

23/06/2022
ტურიზმი

სასტუმრო Lentekhi Mountain Inn გაფართოებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას გეგმავს
03

21/06/2022
ტექნოლოგიები

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
04

21/06/2022
სოფლის მეურნეობა

1.3 მლნ ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია - აუდიტის ანგარიში
05

20/06/2022
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022