საზოგადოება
04/05/2021

"მოგზაურთათვის შეზღუდვების მოხსნაზე საერთაშორისო აღიარება ჯერ არცერთ ვაქცინას არ აქვს"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. გათვალისწინებული იქნება 3 ძირითადი პარამეტრი - დაავადების გადატანის სტატუსი, ვაქცინაციის სტატუსი და ტესტირების სტატუსი, ანუ უახლესი მდგომარეობით დადებითია თუ უარყოფითი პასუხი, როგორც სწრაფი, ისე PCR ტესტით.

ამასთან, მისი თქმით, მოგზაურობისას შეზღუდვების მოხსნაზე ამ ეტაპზე არცერთ ვაქცინას არ აქვს საერთაშორისო აღიარება, თუმცა შესაძლოა ეს საკითხიც დაისვას.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გლობალურად მისაღები ჯანმოს მიერ ავტორიზირებული ვაქცინა იქნება.

“რაც შეეხება საერთაშორსო რეგულაციებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობას, ამაზე ცოტა ადრეა საუბარი, მიდის მსჯელობები. რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში ჯანმოს მიერ ავტორიზირებული ვაქცინაა გლობალურად მისაღები. თუმცა, მოგზაურობასთან დაკავშირებით, რომელიმე ვაქცინასთან მიმართებაში საერთაშორისო დონეზე აღიარება არ არის. მაგრამ შესაძლოა, ეს საკითხი დაისვას.

რა თქმა უნდა საერთაშორისო პრაქტიკას მივყვებით, თვალს ვადევნებთ და მიმდინარეობს ტექნიკურად მომზადება ელექტრონული მოდულის, რომელიც ამ ინფორმაციას შეინახავს და მისცემს მოგზაურს იმის საშუალებას, ასევე მოქალაქეს შიდა მიზნებისთვის, რომ გამოიყენოს ეს მონაცემები“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მთავარი სიახლეები