საზოგადოება
10/08/2022

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს: საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას, ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებასა და საძირკვლის გაძლიერებას, ინტერიერში ოთახების აღდგენა-რეატავრაციას, მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, კარ-ფანჯრების განახლებას, დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციასა და მის გადაწყობა-აღდგენას, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას შენობაზე, ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებზე.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, დაახლოებით, 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 5 000-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.

რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 33 700 000 ლარია.

Businesspartner