საზოგადოება
03/11/2020

"მრავალპარტიულ პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე შენელდება, მაგრამ გაიზრდება ხარისხი"

მცირე და საშუალო საწარმოთა ბიზნეს ასოციაცია „ბიზნესპარტნიორთან“ მრავალპარტიული პარლამენტის დადებით მხარეებზე საუბრობს.

„როგორც საგადასახადო, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით საკანონმდებლო ბაზა უკვე დახვეწილია. ძირეულ ცვლილებებს არ ველოდებით. მრავალპარტიულმა პარლამენტმა შესაძლოა გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე შეანელოს, თუმცა გაზრდის გადაწყვეტილების მიღების ხარისხს. ეს გვაიმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო ქვეყანა ვართ, მრავალპარტიული პარლამენტი ძალიან კარგია“,- აღნიშნა გაერთიანების პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ.

 

Businesspartner