საზოგადოება
12/11/2020

მთავრობა პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე მუშაობს

მთავრობა პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე მუშაობს. პრემიერიმა განაცხადა, რომ ის გამიზნული იქნება როგორც მოქალაქეების სოციალურ, ასევე ბიზნესის მხარდაჭერაზე.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან, რათა ერთად მოხდეს იმ გამოსავლის პოვნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკას, შეინარჩუნოს ზრდის პოტენციალი და მაქსიმალურად მოხდეს მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

მისივე თქმით, დაიწყება სექტორალური ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე, ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრა.

"ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს, როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგებიც ყველასთვის ნათელი გახდება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, ამავდროულად გაგრძელდება სტრუქტურული რეფორმები.

Businesspartner