საზოგადოება
18/03/2020

მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის

მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.

პრემიერის მრჩეველმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს, საიდანაც სიგნალს მიიღებენ სხვა მაუწყებლები.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, იმისთვის, რომ ჟურნალისტებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა დროულად და შეუფერხებლად მოხდეს, ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა შეიქმნება.

„თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მოაწოდოთ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს შეკითხვები, რომელზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას და გეტყვით, რომ ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება საკომუნიკაციო პლატფორმა და მზად ვართ ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხოთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Businesspartner