საზოგადოება
11/06/2020

მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები სასურსათო კალათას მიიღებენ

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველს ოჯახებს სასურსათო კალათა გადაეცემა.

სოციალური პროექტი ასოციაცია „ნაკვალევისა” და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აჰმადია მუსლიმ ესოსეიშენ“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ას ოჯახს დაეხმარება.

გუბერნატორის ადმინისტრაცია სურსათ-სანოვაგეს რეგიონის მასშტაბით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გადაანაწილებს.

ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ჯამში სულ 12 588 სასურსათო კალათაა გაცემული.

Businesspartner