საზოგადოება
11/06/2021

მუხიანის მოსახლეობას 15-დან 17 ივნისამდე გაზის მიწოდება შეუწყდება

მუხიანის მოსახლეობას 15-დან 17 ივნისამდე  გაზის მიწოდება შეუწყდება. სს „ენერგოკავშირის“ ინფორმაციით, სავარაუდო მიზეზი გეგმიური სარემონტო სამუშოებია.

“შპს “საქარტველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ შეტყობინება N37 -ის თანახმად, ს.ს. ენერგოკავშირის აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდება მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით.  მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება განახლდება მ/წლის 18 ივნისიდან ეტაპობრივად და დამთავრდება 2021 წლის 20 ივნისს.გაზის ცენტრალური ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაშ,“-ნათქვამია „ენერგოკავშირის“ მიერ გავრცელებულ სმს შეტყობინებაში, რომელიც კომპანიამ თავის აბონენტებს დაუგზავნა.

შეგახსენებთ, სს „ენერგოკავშირს“ ჯამში 12 000 აბონენტი ჰყავს.

Businesspartner