საზოგადოება
17/07/2020

Myway Airlines-ი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცეისს იტალიიდან შეასრულებს

ავიაკომპანია Myway Airlines საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისს იტალიის მიმართულებით ასრულებს. სარეპატრიაციო რეისით, თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

თვითმფრინავი რომის მიმართულებით 12:00 საათზე გაფრინდება.

დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

საკოორდინაციო საბჭოს განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 25 ივლისს ბერლინის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები