საზოგადოება
27/10/2020

ნათია თურნავა: 2021 წლის ბოლომდე საქართველოში 1,4 მლნ ოჯახს ექნება გაზი

2021 წლის ბოლომდე საქართველოში სრულად გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი იქნება.

ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

„თუ 2012 წლამდე ძირითადი აცენტები კეთდებოდა თბილისზე, 2013 წლიდან დღემდე შევცვალეთ აქცენტი და ჩვენი ძალისხმევა ძირითადად რეგიონებისკენ არის მიმართული. პრაქტიკულად, ორჯერ და მეტად გაიზარდა გაზიფიცირების დონე სხვადასხვა რეგიონში.

მთლიანობაში, საქართველოში 2021 წლის ბოლომდე სრულად გაზიფიცირებული იქნება 1 400 000-მდე ოჯახი, რაც ჩვენი ქვეყნის 90%-ზე მეტით გაზიფიცირებას ნიშნავს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ჩვენი რელიეფის მქონე ქვეყნისთვის“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები