საზოგადოება
22/01/2021

ნათია თურნავა: არასდროს გვითქვამს, რომ 1-ელი თებერვლიდან ყველა ბიზნესი გაიხსნებოდა

"ჩვენ არასდროს გვითქვამს და არც საზოგადოებას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვლიდან ყველაფერი აღდგებოდა და ცხოვრება დაუბრუნდებოდა პანდემიამდელ რეჟიმს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავას განმარტებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში წინ გადადგმული ნაბიჯებია.

"იდგმება პირველი ნაბიჯები, რომ თუნდაც მარტში, თუ გვექნება დადებითობის უფრო მისაღები მაჩვენებელი... ესეც ხომ მნიშვნელოვანია? ისეთ ქვეყანაში, სადაც მაღალი დადებითობისა და ინფიცირების მაჩვენებელი, სულ რომ გავხსნათ ყველაფერი, მაინც არ ჩამოვლენ ადამიანები დასასვენებლად. ამიტომ ვიჭერთ ამ ბალანსს. ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა საჰაერო ხომალდებით აივსება. მაგრამ კომპანიებს გეგმის შემუშავების საშუალება ექნებათ",- აღნიშნა თურნავამ.

Businesspartner