საზოგადოება
26/06/2021

ონლაინ კომერციის ასოციაცია:Etsy.com–ზე პოსტსაბჭოთა ქვეყნები დაიბლოკა

ონლაინ კომერციის ასოციაციის დამფუძნებელი ლევან მოლაშვილი „ბიზნესპარტნიორთან განმარტავს, თუ რატომ დაიბლოკა საერთაშორისო პლატფორმა Etsy.com -ი ქართველი მომხმარებლისთვის.

მისი თქმით, Etsy-ის გადახდის სისტემა ყოფილი დსთ–ს ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი არ იყო, რომ გაყიდული ნივთიდან მიღებული თანხა  საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულიყო.ამისათვის ალტერნატიული საშუალებაა paypal–ი. თუმცა, მარტივი აღმოჩნდა ე.წ მაქინაციების განხორციელება, რომელიც ყველაზე ხშირად რუსეთიდან, უკრაინიდან ხდებოდა და Etsy ზარალდებოდა.

“როდესაც ამ ყველაფერმა მასშტაბური სახე მიიღო, საერთაშორისო გაყიდვების პლატფორმამ სრულად დაბლოკა პოსტსაბჭოთა სივრცე. იმის მიუხედავად, რომ საქართველოდან ასეთი შემთხვევები თითქმის არ ხდებოდა, ეს შეზღუდვა ასე ვთქვათ, სხვისი ცოდვების გამო შეგვეხო. ყველაფრის მიუხედავად, მოვძებნეთ შემოვლითი გზა, რომ ქართულ კომპანიებს კვლავ შეძლებოდათ Etsy.com-ზე გაეყიდათ თავისი ნამუშევრები, რადგან ბევრი პატარა სტარტაპისთვის ეს ძალინ მნიშვნელოვანი იყო.

სამწუხაროდ,ოფიციალურად ვეღარ დავრეგისტრირდებით,თუმცა,იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც შემოვა Etsy payment-ი და ქართველები ოფიციალურად გააგრძელებენ ვაჭრობას.  

პლატფორმაზე დაახლოებით 27 000 ქარტული პრიდუქტი იყო განთავსებული, სავარაუდოდ, ეს რიცხვი 25 000–მდე ჩამოვიდა. უშუალოდ ჩვენ Etsy Georgia-ს 1000 მაღაზია გვაქვს დარეგისტრირებული. 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ ქართველ მომხმარებლებში Etsy-ის პლატფორმის პოპულარიზება მოგვეხდინა. აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის საქართველოში ადაპტირებაზე.“– აღნიშნავს, ლევან მოლაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები