საზოგადოება
17/11/2020

პაატა იმნაძე: ეკონომიკა "ლოქდაუნს" ვერ გაუძლებს, მაგრამ შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების აუცილებლობაზე აცხადებს.

პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში „ლოქდაუნის“ გამოცხადებას ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

"წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს  საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან", - განაცხადა იმნაძემ პრემიერთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებული ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მათ შორის სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლების, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან.

„ყველა ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში, საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის გაკეთება ქვეყანაში,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

Businesspartner