საზოგადოება
11/06/2021

“პანდემიის დროს, ქვეყანა რომ ღატაკდებოდა ქამრების შემოჭერა არ გიხსენებიათ“ - დეპუტატი ლაშა ხუციშვილს

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მიმართავს კითხვით, პანდემიის დროს მთავრობის ხარჯები რამდენით შემცირდა და სად დაიხარჯა ეს თანხა.

“ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, ერთხელ არ ახსენეთ, რომ ამ ერთ წლიანი პანდემიი და ქვეყნის გაღატაკების დროს, რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა, იმისათვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ. ერთხელ არ გიხსენებიათ “ქამრების შემოჭერა“. აქამდე იძახდით მაინც, თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე - “ქამრებს შემოვიჭერთ“. წესით თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც უნდა შემოუჭიროს მთავრობას ქამარი. გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს ქამარი და როგორ გადაანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე ეს დაზოგილი თანხა“, - მიმართავს ალეკო ელისაშვილი ლაშა ხუციშვილს, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.   

Businesspartner