საზოგადოება
22/02/2021

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

მთავრობაში 2 ახალი მინისტრი იქნება. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი, ირაკლი ქარსელაძე იქნება.

მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელი დარჩა.

შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრი ისევ დავით ზალკალიანი იქნება, იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. 

შეგახსნებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.