საზოგადოება
17/05/2022

პენსიონრები 26%-მდე შემცირებული განაკვეთით სესხის აღებას 2023 წლიდან შეძლებენ

განახლებული პირობები და უცვლელი მომსახურე ბანკი - პენსიონრები მინიმუმ 26%-მდე შემცირებული განაკვეთით სესხის აღებას 2023 წლიდან შეძლებენ.

განახლებული პირობებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კვლავ ლიბერთი ბანკია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, იმის გამო რომ საპენსიო სესხი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და მისი შემცირების მოლოდინია, სესხი პენსიონერთათვის მომავალში კიდევ უფრო გაიაფდება.

ამავდროულად ცნობილია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიების დარიგებას სახელმწიფო 15 მლნ ლარით დაასუბსიდირებს.

Businesspartner