საზოგადოება
09/06/2021

Phubber-მა აპლიკაცია განაახლა

Phubber-მა აპლიკცია განაახლა. უფრო სწრაფი, უფრო მარტივი, რედიზაინითა და ახალი ფუნქციონალებით  -  სტარტაპი მომხმარებელებს სიახლეებს სთავაზობს.

კომპანიის ცნობით, ნებისმიერი შესყიდვის შემდეგი მყიდველი შეაფასებს როგორც ნივთს, ისე ფაბერის სერვისს 1-5 ვარსკვლავითა და კომენტარით.

ატვირთვის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყო, რითაც ნივთის ვიზუალური მასალისა და დამატებითი ინფორმაციის ამომწურავად მიწოდებას შეძლებს გამყიდველი. ამავდროულად, ისინი შეძლებენ ატვირთვის  ნებისმიერ ეტაპზე შეინახონ ნივთი დრაფტად და სასურველ დროს განათავსონ.

აპლიკაციას დაემატა გაზიარების ღილაკი და #ჰეშთეგები, ამ უკანასკნელით გამყიდველები საკუთარ ნივთებს მეტ მომხმარებელს მიაწვდიან და ამავდროულად მყიდველებისთვისაც ძებნის პროცესი ბევრად საინტერესო და მარტივი გახდება.

Phubber-ი მობილური აპლიკაციაა, სოციალური მედიისა და შოპინგ პლატფორმის მიქსი, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.

როდესაც  აპლიკაციით ნივთი იყიდება,  Phubber-ის გუნდის წევრი მას უკავშირდება, ნივთი  უფასოდ მიაქვს  ოფისში და  მოწმდება მისი ხარისხი.  ბოლოს ნივთი იფუთება და უფასოდ მიდის  მყიდველთან, გამყიდველს კი შესაბამისი  თანხა ერიცხება.

Businesspartner