საზოგადოება
03/11/2020

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა - დარღვევას სანქციები მოყვება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირბადეების გამოყენება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება.

„ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალაქეებს ინფიცირებისგან და ამასთან ერთად დაავადების გავრცელებისგან. ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება და შესაბამსიად, მოდით ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პირბადეების ტარებაზე ღია სივრცეში იქნება დაწესებული ისეთივე სანქცები, როგორიც იყო დახურულ სივრცეებში, ჯარიმა - 20 ლარია.

Businesspartner