საზოგადოება
26/06/2020

პრემიერი: არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია

კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა და მუდმივად უნდა დავხვეწოთ ის მექანიზმები, რომლებსაც კორუფციასთან ბრძოლისთვის ვიყენებთ, -განაცხადა პრემიერმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

გიორგი გახარიას თქმით, კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა არის, განვითარებადი ეკონომიკებისთვის მუდმივი გამოწვევა და არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია.

„მექანიზმების დახვეწას და პროგრესს აღნიშნავს სწორედ ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდას. მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის რეიტინგებით, კორუფციის არარსებობის კომპონენტში 1-ლი ადგილი გვიჭირავს რეგიონში და მსოფლიოში 42-ე ადგილი. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, მსოფლიოში 44-ე ადგილზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არის დაძლეული. ეს ნიშნავს, ჩვენ ფრთხილად ვპროგრესირებთ ამ მიმართულებით," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები