საზოგადოება
10/01/2022

პრემიერი: ათიათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა. 

მისი თქმით, საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მუშაობა უკვე დაიწყო. 

"ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომლის პრაქტიკული მაგალითებიც დაამუშავეს. იანვრიდან ამ პროექტს ვიწყებთ. ჩვენ შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას შევუქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

Businesspartner