საზოგადოება
27/06/2022

პრემიერი: ჩვენს მეწარმეებს ევროკავშირში პროდუქცია ნულოვანი ბარიერის გარეშე გააქვთ

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წელი გავიდა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით ესევროასოცირება მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა. 

"8 წლის წინ მქონდა პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. შეთანხმების გაფორმების შედეგად ქვეყანამ რამდენიმე მიმართულებით მიიღო სარგებელი. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა. მას შემდეგ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს. ვაჭრობა იზრდება ევროკავშირში და ჩვენს მეწარმეებს პროდუქცია ევროკავშირში ნულოვანი ბარიერის გარეშე გააქვთ. მეორე მიღწევა უვიზო მიმოსვლაა. ხოლო, მესამე ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივაა. ეს სამი ძირითადი მონაპოვარი მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" სულ რაღაც რვა წლის განმავლობაში, ათი წლის განმავლობაში. 

ევროდირექტივების დაახლოებით 45% შესრულებული გვაქვს, ხოლო DCFTA-ის ფარგლებში 50%-ზე მეტი",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner