საზოგადოება
17/05/2021

პრემიერი: კომენდანტის საათზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომენდანტის საათთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილებაა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. 

გარდა ამისა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობაც იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მთავრობა ადეკვატური იყოს. 

“მთავრობის სხდომის შემდეგ საკორდინაციო საბჭოს სხდომა გვექნება. ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, სისტემა ეფექტურად მართავს დგომარეობას.

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების ქვეყანაში შემოდინებას. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, შესაბამის გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორი რეკომენდაცია ექნება ჯანდაცვის სამინისტროს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია. 

Businesspartner