საზოგადოება
10/01/2022

პრემიერი: მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზარს გავხსნით

მთავრობა მიმდინარე კვირას მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება. 

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, გაიხსნება თუქრეთის ბაზარი, საიდანაც ქვეყანაში მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვა. 

"ეს ჩვენი პროგნოზით ფასებს გააიაფებს. გარდა ამისა, ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები