საზოგადოება
09/06/2021

პრემიერი: ნამახვანჰესის პროექტს ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ

“ნამახვანჰესის პროექტს ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ნამახვანჰესის პროექტი, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ეს პროექტი დაგვხვდა 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასე ამ პროექტს არ გავაგრძელებთ. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და იმედი მაქვს, მას დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner