საზოგადოება
22/06/2022

პრემიერი: NATO-ში გაწევრიანების ბარიერია ოკუპაცია

საქართველოს NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ ქართველი ხალხის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. აქ მნიშვნელოვანია ყველა წევრის თანხმობა. 

ამასთან, პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანების შემაბრკოლებელი ფაქტორია ოკუპირებული ტერიტორიები. 

"2008 წლამდე ცრუ მოლოდინი გაუჩინეს მოქალაქეებს, რომ თითქოს საქართველო მაპ-ს მიიღებდა. მაპი რატომ არ მიიღო საქართველომ 2008 წელს? ამის არ მინიჭების შემდეგ ვიხილეთ დამანგრეველი ომი და რუსული ჯარის შემობრუნება საქართველოში. მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევია, საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. 

რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანების საკითხს. ძალიან ბევრი რამ საჯაროდ არ ითქმის. ბევრი საუბარი მაქვს NATO-ს ხელმძღვანელობასთან. ახლა მივდივარ მადრიდის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. NATO-ს წევრობა მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს არის დამოკიდებული NATO-ს ყველა წევრის კონსესუსზე. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ერთ-ერთი ბარიერია ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები. 

თუმცა ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები - ეს არის ერთობლივი ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი,  NATO-ს ჩვენთან მიმართებაში არ აქვს არანაირი შენიშვნა. ჩვენი გმირი სამხედროების მომზადება და თავსებადობა NATO-ს ძალებთან.

ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ ჯარი უკეთ იყოს მომზადებული,  NATO-სთან თავსებადობა გაიზარდოს, ყველა მიმართულებით გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ვართ. ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ ერთიანი ძლიერი საქართველო გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი",- აღნიშნა ირაკლი ღრობაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
01

22/06/2022
ბიზნესი

საქართველოში დამზადებული კომპოზიტური არმატურა შესაძლოა ლიეტუვასა და ლატვიაში გაიყიდოს
02

23/06/2022
ტურიზმი

სასტუმრო Lentekhi Mountain Inn გაფართოებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას გეგმავს
03

21/06/2022
ტექნოლოგიები

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
04

21/06/2022
სოფლის მეურნეობა

1.3 მლნ ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია - აუდიტის ანგარიში
05

20/06/2022
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022