საზოგადოება
26/06/2020

პრემიერი: პროფესიული განათლება უნდა დავაკავშიროთ ეკონომიკის და ბიზნესის მოთხოვნებთან

მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლების სისტემა დავაკავშიროთ ეკონომიკის და ბიზნესის მოთხოვნებთან, - პრემიერმა დუალური მოდელის მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე პარლამენტში ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით ავტორიზაციის დებულებებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტორიზაციის ნორმები, შედეგად კი პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ღირსეულად იმუშავებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებში აკრედიტაციაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ.

„ახალი პროფესიული კოლეჯები აშენდა კასპსა და შუახევში, ამოქმედდა ხულოს ფილიალი და ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯი. პროფესიული განათლების პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ მოსწავლეების გადასვლა რაიონულ ცენტრში, საცხოვრებელი ხარჯებიდან გამომდინარე, პრობლემური იყო. ამიტომ, პროფესიული განათლება ჩვენ სულ უფრო და უფრო უნდა დავუახლოვოთ მომხმარებელს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Businesspartner